თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სხვადასხვა სახელმწიფოს პირველმა პირებმა ქართველ კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცეს.
რომის პაპმა ფრანცისკმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
„საქართველოს ეროვნული დღესასწაული მაძლევს შესაძლებლობას, თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს გულითადად მოგილოცოთ ეს დღე!
ღმერთს ვთხოვ, შეინარჩუნოთ მშვიდობა და სოლიდარობა, რათა ვაშენოთ მომავალი, სადაც ყოველი ადამიანი, შეიცნობს სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას. განსაკუთრებით, უმწეონი და ჩაგრულნი“,-ნათქვამია მილოცვაში.
შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავმა საქართველოს პრეზიდენტს გულრწფელი მილოცვები გადასცა, უსურვა მას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ქართველ ხალხს კი-კეთილდღეობა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცეს.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში საქართველოს უზარმაზარი დროშის ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელიც დღეს ვილნიუსის ცენტრში მდინარე ნერისის სანაპიროზე იყო გაშლილი.
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდის მისალოცი ბარათი მარგველაშვილს პოლონეთის სენატის მარშალმა სტანისლავ კარჩევსკიმ თბილისში დღეს პირადად გადასცა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა ქართველ ხალხს ბადნიერება, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თავის მილოცვაში გამოხატა რწმენა იმისა, რომ ქვეყნრბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
აზერბაიჯანის პრემიერმა არტურ რასიზადემ ქართველ კმოლეგას გიორგი კვირიკაშვილს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანისნაციონალური კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.