ბრიუსელში „Manneken Pis“ ქართულ ჩოხაში გამოაწყეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიამ, საბერძნეთმა, ირლანდიამ, ყაზახეთმა, ლიტვამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საკუთარი ღირსშესანიშნაობები ქართული სიმბოლიკით მორთეს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორიგინალურად მიულოცეს — საკუთარი ღირსშესანიშნაობები ქართული სიმბოლიკით მორთეს, რომლებსაც ღამით საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში გაანათებენ.

ასე მაგალითად, ბრიუსელის ცნობილი შადრევნის, „Manneken Pis–ის“ ბიჭუნა ქართულ ჩოხაში გამოაწყეს, რამაც ბელგიის დედაქალაქის მცხოვრებნი და სტუმრები დიდად დააინტერესა.

ვილნიუსში მდინარე ნერის პირას უზარმაზარი ქართული დროშა გაშალეს, ხოლო ჰაერში უამრავი ფრანი გაუშვეს — საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული.

ათენის ცაში დღეს საქართველოს დროშის სიმბოლიკიანი ათობით საჰაერო ბუშტი აფრინდა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში — მთელ ქალაქში გაიკრა ბანერები, რომლებზეც ქართული სახელმწიფო სიმბოლიკაა გამოსახული.

ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში საქართველოს დროშა გამოკიდეს, რომელიც იქ 30 მაისის ჩათვლით დარჩება.

© FB/ქეთევან ქარდავაბრიუსელის ღირსშესანიშნაობა "Manneken Pis" ქართულ ჩოხაში
ბრიუსელის ღირსშესანიშნაობა Manneken Pis ქართულ ჩოხაში - Sputnik საქართველო
ბრიუსელის ღირსშესანიშნაობა "Manneken Pis" ქართულ ჩოხაში

ღამით საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება:

•    ძველი პარლამენტის შენობა კანბერაში (ავსტრალია)

•    ბოსფორის ხიდი სტამბოლში (თურქეთი)

•    „ერჟებიტის“ ხიდი ბუდაპეშტში (უნგრეთი)

•    ადმინისტრაციული მართვის შენობა კოშიცაში (სლოვაკეთი)

•    ლუბლიანის ციხე–სიმაგრე (სლოვენია)

•    ცათამბჯენი Kingdom Tower საუდის არაბეთში

•    ბიზნესცენტრი ტალინში (ესტონეთი)

•    ტურისტული ცენტრები ნიქოზიაში (კვიპროსი)

•    ტურისტული ცენტრი ჯაკარტაში (ინდონეზია)

•    ქრისტეს აღდგომის ტაძარი კაუნასში (ლიტვა)

ამას გარდა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა უცხოეთის ქვეყნებში საზეიმო მიღებები მოაწყეს, რომლებზეც ქართული მუსიკა აჟღერდა და ასევე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გამოიფინა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0