დავით უსუფაშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, ქვეყანას სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები, ვიცე–სპიკერები და დეპუტატები ეწვივნენ.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩამოსულ საპარლამენტო დელეგაციებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, ქვეყანას სომხეთის, ბელარუსის, ისრაელის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები, ვიცე–სპიკერები და დეპუტატები ეწვივნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვიქტორ გუმინსკისთან შეხვედრაზე უსუფაშვილმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებისა და ხალხების დაახლოებას.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბელარუსს, ამ 25 წლის განმავლობაში, არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰერმინე ნაღდალიანს.

საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კულტურული პროგრამა

„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წარმატებით გაუმკლავდეს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას და ჩვენს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა იქნება“, — ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

დავით უსუფაშვილმა თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, ჰუსეინ შაჰინიც მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ჩვენი მოძმე თურქეთი დგას ჩვენთან ერთად და იზიარებს ჩვენს ამ დიდ სიხარულს. თურქეთის წვლილი საქართველოს მყარად დგომის საკითხში და წინსვლაში არის ძალიან დიდი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თურქეთი საქართველოს საიმედო პარტნიორია“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს ლიტვის სეიმის სპიკერ ლორეტა გრაუჟინენესთან და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისთან.

ყველა ახალი ამბავი
0