საქართველოს პრემიერი: საქართველოს დიდი წარმატებები და გამარჯვებები ელოდება

© საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოს აფხაზ და ოს ხალხთან ერთან მომავალში დიდი გამარჯვებები ელოდება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დიდი გამარჯვებები ელოდება, რომელსაც ქვეყანა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მიაღწევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ცერემონიაზე. 

„ვულოცავ ამ დღეს მთელს საქართველოს, ჩვენს ყველა თანამემამულეს… ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველომ ბევრი ტკივილი და გამარჯვება გადაიტანა, აღნიშნა პრემიერმა.

„მაგრან დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საქართველოში საზეიმო ღონისძიებები იმართება. ახალწვეულებმა თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში სამხედრო ფიცი დადეს. თბილისში ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ქართველ სამხედროებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გამოვიდნენ აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ქართველი ჯარისკაცები ფიცს დებენ - Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი 432–მა ახალწვეულმა დადო

შეკრებილებმა წუთიერი პატივი მიაგეს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს ასევე კახეთში, იყალთოს მონასტერში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში – ნოქალაქევის ციხესთან, სამცხე–ჯავახეთში – ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და აჭარაში, ბათუმის ბულვარში.


ყველა ახალი ამბავი
0