საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი 432–მა ახალწვეულმა დადო

© FB/Министерство обороны Грузииქართველი ჯარისკაცები ფიცს დებენ
ქართველი ჯარისკაცები ფიცს დებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ფიცი ახალწვეულებმა თბილისსა და საქართველოს კიდევ ხუთ რეგიონში დადეს. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფოს მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისსა და ხუთ რეგიონში 432 ახალწვეულის ფიცის დადებით დაიწყო. 

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ ჩვენი თანამებრძოლები,  მთელი ერი როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ცერემონიაზე თბილისში.

თბილისში ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ქართველ სამხედროებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გამოვიდნენ აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

თბილისი - Sputnik საქართველო
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

შეკრებილებმა წუთიერი პატივი მიაგეს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს კახეთში, იყალთოს მონასტერში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში – ნოქალაქევის ციხესთან, სამცხე–ჯავახეთში – ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და აჭარაში, ბათუმის ბულვარში.

© ALEXANDER IMEDASHVILIგიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს, 1918 წელს, საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ 1921 წლის თებერვლამდე იარსება, როდესაც საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. 1922–დან 1991 წლის ჩათვლით საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში ხელი მოაწერა აქტს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0