როკფელერის ფონდმა თბილისი მსოფლიოს „100 მდგრადი ქალაქის“ სიაში შეიყვანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლომის ქანდაკება თბილისში
ლომის ქანდაკება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როკფელერის ფონდი თბილისს ქალაქის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისი მსოფლიოს „100 მდგრადი ქალაქის“ სიაში მოხვდა და ახლა ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „როკფელერის ფონდისგან“ ფინანსური დახმარების მიღება შეუძლია.

პროექტს „100 მდგრადი ქალაქი“ როკფელერის ფონდი ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე  საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად ეხმარება. კერძოდ, ეს ეხება სტიქიასთან, უმუშევრობის მაღალ დონესთან, არაეფექტურ სატრანსპორტო სისტემასთან ბრძოლას.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისი მსოფლიოს კომფორტული ქალაქების სიაში მოხვდა

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ ქალაქები, რომლებიც: აცნობიერებენ რისკს სხვადასხვა სტიქიური უბედურების, სოციალური პრობლემების არსებობის შესახებ  და აყალიბებენ ადაპტირებულ, ინოვაციურ მიდგომებს ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით, აღნიშნულია თბილისის მერიის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

კონკურსში გამარჯვებულმა ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო საქალაქო მდგრადობის სტრატეგია, გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურების და სოციალური პრობლემების გადაჭრის  ახლებური გზების გამონახვაზე. 

გერგეთი - Sputnik საქართველო
The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

„100 მდგრადი ქალაქი“-ს წევრები მიიღებენ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინოვაციები, ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა, მიწათსარგებლობა, საზოგადოებრივი და სოციალური მდგრადობა. გრანდის ოდენობა 1 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის განხორციელება როკფელერის ფონდმა 2013 წელს დაიწყო და თავდაპირველად 32 ქალაქი შეარჩია. მოგვიანებით, 2014 წელს 94 ქვეყნის 330 აპლიკანტიდან ქსელში კიდევ 35 ქალაქი ჩაერთო. კონკურსის ბოლო ეტაპზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ თბილისი  325 აპლიკანტს შორის შეარჩია.

თბილისთან ერთად „100 მდგრადი ქალაქის“ წევრები არიან: ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო დე ჟანეირო და სხვა.

როკფელერის საქველმოქმედო ფონდი 1913 წელს ჯონ დევის როკფელერის ინიციატივით დაარსდა. ეს როკფელერების ოჯახის ფონდებიდან ყველაზე მსხვილი და აშშ–ში, ფორდის ფონდის შემდეგ, მეორე ფონდია. ის აფინანსებს საერთაშორისო და ეროვნული კვლევითი პროგრამების ფართო წრეს სოფლის მეურნეობის, დემოგრაფიის, ეკოლოგიის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ფონდის შტაბ–ბინა ნიუ–იორკში მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0