კობა ნარჩემაშვილი: სამართალდამცველებმა დანაშაულის პრევენცია ვერ მოახერხეს!

© თ. ჩოჩუაკობა ნარჩემაშვილი
კობა ნარჩემაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებენ ბოლო პერიოდის მოვლენებს და როგორ ემზადებიან შემოდგომაზე გასამართი არჩევნებისთვის. ამ და სხვა თემებზე „რეპორტიორის“ პრეს -კლუბში ბრიფინგი გამართა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

-ბატონო კობა, როგორ აფასებთ კორცხელში დატრიალებულ მოვლენებს და როგორ აისახება იგი “ქართული ოცნების“ რეიტინგზე?

— ცალსახად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის. მით უმეტეს, როდესაც ეს ძალადობა ხელს უშლის დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის, არჩევანის განხორციელებას. არ გამოვრიცხავ არაფერს, არც პროვოკაციას მათ შორის, მაგრამ რაც მოხდა ხელისუფლებას დიდად დააზარალებს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, თანხმდებიან იმაზე, რომ დემოკრატიის გარკვეულ საფეხურზე უკვე ასულები ვართ. ამ დროს მსგავსი ექსცესები ქვეყნის ინტერესებს ძალიან ვნებს. ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ მე ვერ დავინახე სამართალდამცავების აქტიურობა, მათი უმთავრესი მოვალეობა არა გაშველება და დასჯაა, არამედ დანაშაულის პრევენცია. კორცხელში მათ ეს ვერ მოახერხეს. მომავალში, საშემოდგომო არჩევნებს ვგულისხმობ, მსგავსი რამ რომ მოხდეს, ადვილი შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის დაშვება არ შეიძლება, ეს 20-30 წლით უკან დაგვწევს და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. მეეჭვება ქვეყანამ ამას გაუძლოს.

პარლამენტის წევრი მანანა ნაჭყებია - Sputnik საქართველო
მანანა ნაჭყებია: კოალიციიდან გასული პარტიების რეიტინგი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგია

-შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ. „სოციალ დემოკრატიული“ პარტია ისევ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყრის კენჭს? ანუ კოალიციაში რჩებით?

— „სოციალ დემოკრატებს“ „ქართულ ოცნებასთან“ აკავშირებს ორი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმი. ამ ეტაპზე ამ მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით ვხელმძღვანელობთ, მივიღებთ თუ არა არჩევნებში მათთან ერთად მონაწილეობას ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, ვრჩებით მმართველი ძალის მხარდამჭერებად, ამიტომ რეალურად გვაღელვებს მიმდინარე პროცესები, რადგან გვინდა, რომ მემარცხენე იდეები, რომლებიც ისედაც აქვს მმართველ გუნდს, იქნება ეს ჯანდაცვის სფერო თუ განათლების, სოციალურად დაუცველთა რეაბილიტაციის პროგრამები თუ სოფლის მეურნეობა-უფრო გაძლიერდეს და წინა პლანზე გადმოვიდეს.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე შესაძლოა პროვიკაციები მოაწყოს

- როგორ შეაფასებთ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის გამონათქვამებს, რომლებსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

— „ქართული ოცნების“ წევრის გამონათქვამების შეფასება მისი გუნდის წევრების საქმეა, თუმცა როგორც ამ გუნდის მხარდამჭერისთვის, ცოტა უცნაურად ჟღერს სასამართლოს მიერ დასჯილი ადამიანის გამართლება. ამას შესაძლოა სხვა სარჩული დაედოს და სხვაგვარად შემოუბრუნდეს მმართველ პარტიას, თუმცა კიდევ ვიმეორებ ეს ჩემი, როგორც მხარდამჭერის აზრია.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0