ექსპერტი: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე შესაძლოა პროვიკაციები მოაწყოს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის დაცემის გამო მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა პროვიკაციები მოაწყოს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

გასულ კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სცემეს: უშიშროების საბჭოს ექს-ხელმძღვანელი გიგა ბოკერია, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია და რეგიონის ექს-გუბერნატორი თენგიზ გუნავა. ოპოზიცია ამას ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ინციდენტები საპარლამენტო არჩევნების დროსაც განმეორდება, რადგან ხელისუფლება ხელს იმათ აფარებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს წინასაარჩევნო პერიოდშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. პროვოკაციები ყველაზე უფრო „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მოსალოდნელი, რადგან ისინი რეიტინგის დაცემით გაღიზიანებულები არიან და ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი მეთოდებით შეეცდებიან“,- Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა ექსპერტმა.

შუალედური არჩევნები ქვეყნის ექვს რეგიონში ჩატარდა, მათ შორის თბილისში. ყველა საკრებულოში საერთო ჯამში ცხრა ვაკანტური სადეპუტატო ადგილი იყო, მათგან ორი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგო, დანარჩენი კი „ქართულ ოცნებას“. შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ რეიტინგის შემცირების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილს ისევ ინარჩუნებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი საქართველოში მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება, ხაზი გაუსვა ჩიტაძემ.

„შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი პოლიტიკური პარტია ლიდერია, რასაც აშშ-ს ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები ადასტურებენ. ამის გათვალისწინებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი ბრძოლა სწორედ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოხდება. საბედნიეროდ, ასპარეზზე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, ვგულისხმობ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და პარტიას „სახელმწიფო ხალხისათვის“,-აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესწორებების შემუშავება დაავალა, რომლებიც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების დროს ჩხუბისათვის სასჯელს გაამკაცრებენ.

აშშ-ს ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ თავისი ხმები მზად არიან მისცენ მოსახლეობის 15%-მა, ხოლო ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“-13%-მა.

ყველა ახალი ამბავი
0