ცხინვალის თეატრმა თურქეთის ფესტივალზე გრან–პრი აიღო

© FB/ Цхинвальский государственный драматический театр ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის დრამატული თეატრი
ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი პირველია, რომელსაც ამ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის არსებობის მანძილზე გრან–პრი გადაეცა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თურქეთის ქალაქ სიდეში გამართული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფესტივალი 17 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდა. საქართველოს გარდა, ფესტივალში მონაწილეობდნენ: ბულგარეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, აშშ–ისა და სხვა ქვეყნების თეატრალური კოლექტივები.

თოჯინების თეატრი - Sputnik საქართველო
ბათუმის თოჯინების თეატრი სარაევოს ფესტივალის პრიზიორი გახდა

ცხინვალის თეატრმა, რომელიც უკვე 20 წელია დევნილობაში მოღვაწეობს, თურქულ ფესტივალზე გოჩა კაპანაძის დადგმა „ჯაყ“ო“ წარადგინა. 

„აღნიშნული პრიზი დღემდე არ გაცემულა. ეს არის პირველი პრეცედენტი ამ ფესტივალის ისტორიაში. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ჟიური განსაკუთრებით მოიხიბლა და აღფრთოვანდა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ ბატონი გოჩასეული მიგნებითა და წარმოდგენით“, — ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

Tilde-ს თეატრის მსახიობი - Sputnik საქართველო
ქართული ექსპერიმენტული თეატრი „შემოქმედებითი აღმაფრენისთვის“ დაჯილდოვდა

თავად თეატრის რეჟისორი გოჩა კაპანაძე ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო რეჟისურისათვის დააჯილდოვა, ხოლო თეატრის უხუცეს მსახიობ ნელი სალამაძესა და  თეატრის დირექტორ ზაალ თედიაშვილს თეატრში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისა და ფესტივალის აქტიური პარტნიორობისთვის გადაეცათ პრიზები.

ყველა ახალი ამბავი
0