სამშაბათს ევროპა პარკების დღეს აღნიშნავს

© Flickr / Mzurianaრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიურად 24 მაისს პარკების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 2016 წელს ეს დღე „ბუნების გემოს“ ლოზუნგით აღინიშნება.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ევროპის  პარკების დღის(The European Day of Parks, EDoP) დამფუძნებელია ფედერაცია „ევროპარკი“(EUROPARК Federation), ორგანიზაცია, რომელიც ევროპის 36 ქვეყანაში ბუნების დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს. პარკების პირველი დღე 1999 წელს ჩატარდა.

24 მაისი დღესასწაულის თარიღად იმიტომ აირჩიეს, რომ 1909 წელს ამ დღეს ევროპაში პირველი ეროვნული პარკები შეიქმნა. იმ დროიდან ბუნების დაცული ტერიტორიები ევროპის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შეუფასებელი ნაწილი გახდა.

ეროვნული პარკები-გარკვეული ეროვნული ფასეულობის მქონე ტერიტორიებია, რომლებიც ბუნებისდაცვითი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული მიზნებით გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

ახალი პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში გაჩნდება ახალი პარკი პანორამული ხედებით

საქართველოს ეროვნული პარკები

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი არსებობს. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია — ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 520 811 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8,6% —ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

 ევროპა პარკების დღეს აღნიშნავს

ამ დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა აქციები, ექსკურსიები, ლექციები, სემინარები და სხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანია ევროპის ბუნებრივი სილამაზისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ყურადღების მიქცევა.

გერგეთი, ყაზბეგი - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიები გამოჩნდება

ყოველწლიურად პარკების დღე რომელიმე ცალკეულ თემას ეხება — 2009 წელს დევიზი იყო „ახალგაზრდობა-ჩვენი პარკების მომავალია“, 2011-ში — „მოხალისეებო, თქვენ ბუნებას სჭირდებით“, 2014-ში — „პარკები ბუნებისათვის. პარკები კეთილდღეობისათვის. მშვიდობის პარკები“, 2016 წელს კი დღის ლოზუნგია „ბუნების გემო“.

ყველა ახალი ამბავი
0