თბილისში გაჩნდება ახალი პარკი პანორამული ხედებით

© FB/Мэрия Тбилисиახალი პარკი თბილისში
ახალი პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ჰექტარი ფართობის თანამედროვე პარკი დედაქალაქში უკვე მიმდინარე წლის ივლისში გაჩნდება.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ზაფხულს ახალი პარკი გაჩნდება.

დასასვენებელი პარკი პანორამული ხედებით 1 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, პარკს დაახლოებით 300 სახეობის უნიკალური მცენარეებით გაამწვანებენ.

ლანდშაფტის იტალიელი დიზაინერების მონაწილეობით პარკში ქართულ და იტალიურ მცენარეებს დარგავენ. პარკის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში

© მერიის პრესსამსახურისულ მალე თბილისს ახალი დასასვენებელი პარკი შეემატება
სულ მალე თბილისს ახალი დასასვენებელი პარკი შეემატება - Sputnik საქართველო
სულ მალე თბილისს ახალი დასასვენებელი პარკი შეემატება

ინფრასტრუქტურის მოწყობით დეველოპერული კომპანია „ლისი დეველოპმენტია“ დაკავებული, რომელსაც ქალაქის ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გადასცა.

თბილისში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქალაქში, ჰაერის დაბინძურების პრობლემა მწვავედ დგას, ამიტომ გამწვანების საკითხი ძალზე აქტუალურია.

ბოლო წლებში თბილისის ერთ-ერთ დიდ — ვაკის პარკში მშენებლობებთან დაკავშირებით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერდა პარკში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ხეების მოჭრას ითვალისწინებდა.

2015 წლის ზაფხულში დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც ზოოპარკი და „მზიური“ ძალიან დააზარალა, თბილისის მოსახლეობა დატბორილ ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად პარკის გაშენებას მოითხოვდა. ამჟამად „მზიურის“ ტერიტორიაზე პარკის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. 

© მერიის პრესსამსახურიპარკში ქართულ და იტალიურ მცენარეებს დარგავენ.
პარკში ქართულ და იტალიურ მცენარეებს დარგავენ. - Sputnik საქართველო
პარკში ქართულ და იტალიურ მცენარეებს დარგავენ.

გარდა ამისა, დედაქალაქის ხელისუფლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში „გერმანული ბაღების“ აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის ისტორიულ ნაწილში — აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა. 


ყველა ახალი ამბავი
0