ლალი მოროშკინა: 9 ოქტომბერს ნაციონალები სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანას გეგმავენ

© Photo: courtesy of T. Chochuaლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებს შუალედური არჩევნების შედეგებს, რა დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერის დავით კოღუაშვილის გამონათქვამებზე, რატომ მიაჩნია, რომ განგაშის ზარებია დასარისხი - ამ და სხვა საკითხებზე „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელწიფოსთვის“ დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ ისაუბრა.

– ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ გუშინდელ არჩევნებს ზოგადად და ზუგდიდში მომხდარ ფაქტს კონკრეტულად?
— გუშინდელი არჩევნები იყო კატასტროფა, ოცნებამ შუალედური არჩევნები პირწმინდად წააგო. სხვა რა უნდა დავარქვა ფაქტს, როცა ნაციონალებმა 3 კანდიდატი წარადგინეს და აქედან ორმა გაიმარჯვა. დიდი ხანია ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ „დავარცხნილი ნაციონალები“ „ქართულ ოცნებას“ ძირს გამოუთხრიდნენ, საჭირო დროს, ყველაზე საჭირო მომენტში განზე გადაუდგებიან და ისევ სააკაშვილს დაუხრიან თავს.
– რა გაძლევთ ასეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს?
— უკვე ოცნების ყრილობაზე ალბათ ყურადღება მიაქციეთ პირველ რიგში ჩამწკრივებულ ბობოლა ბიზნესმენებს, რომლებმაც იმავე საღამოს სააკაშვილს დაურეკეს ოდესაში და მოუბოდიშეს, ახლა ასე იყო საჭიროო. ყრილობაზე მრავლად იყვნენ ადამიანები, ვინც თავის დროზე თავს უხრიდა სააკაშვილის ხელისუფლებას, სამაგიეროდ „დაავიწყდათ“ რეზო ამაშუკელის მიწვევა. პოლიტსაბჭოში მოიყვანეს დავით კოღუაშვილი, რომლის პირველივე განცხადებამ შოკში ჩააგდო სრულიად საქართველო და პრემიერს ბოდიშების მოხდაც მოუწია. ასეთები „ქართულ ოცნებაში“ მრავლად არიან. სწორედ ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ ხელისუფლებას განვუცხადო: თუ დროულად არ გამოფხიზლდებით, ოქტომბრის არჩევნებს წააგებთ!!! ზუსტად ვიცი, რომ ნაციონალები 9 ოქტომბერს სააკაშვილის თბილისში ჩამოყვანას გეგმავენ. მერე რაც მოხდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის. მათ შავ სიაში მეც რომ ვწერივარ, ეგეც ვიცი.

არჩევნები - Sputnik საქართველო
თამარ ჟვანიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა

– სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სწორია ხელისუფლების პოზიცია?
— ჩემთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, ეს მკვლელობა ტრაგედიაა. ხელისუფლებამ რაღაც ღონისძიებები დაგეგმა, მაგრამ ვის მოვთხოვოთ პასუხი, როცა მეორე მხარესთან არ არსებობს არანაირი კომუნიკაცია? ვის დაველაპარაკოთ? სანამ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს არ დავიწყებთ, მანამდე მსგავს პრობლემებს არაფერი ეშველება. 2002 წელს მე ვიყავი იმ საკონტროლო კომისიის წევრი, რომელიც ყველა მსგავს შემთხვევაზე რეაგირებას ახდენდა და ეუთოსთან, რუსეთისა და ოსეთ-აფხაზეთის წარმომადგენლებთან ვითარებაში გარკვევას და დარეგულირებას ახდენდა. ახლა არავის არ ველაპარაკებით და რანაირად უნდა მოხდეს სამართლის აღსრულება, ვერ წარმომიდგენია.
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ტრაგედია უწოდა

– ძალიან შავბნელი სურათი დაგვიხატეთ, გამოსავალს თუ ხედავთ შექმნილი ვითარებიდან?
— ხელისუფლებამ უნდა მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და რეალურად შეაფასოს სიტუაცია, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ისე სახარბიელოა და ეს ამ არჩევნებმაც აჩვენა. წინა პლანზე უნდა გამოვიდნენ ნაღდი ქართული ძალები და არა ამერიკელ და ევროპელ მრჩეველებზე დამოკიდებული ჯგუფი. არ უნდა ავყვეთ ნაციონალების პროვოკაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კორცხელში მომხდარი მონაგონი იქნება. იქ მომხდარი ცემა-ტყეპის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გუშინვე იდო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც და ევროპის სახალხო პარტიის ოფისშიც. დრო ძალიან ცოტაა, თუმცა კიდევ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება…
თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0