თამარ ჟვანიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა

გამოწერა
გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

„ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია, საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, — განაცხადა ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ საზოგადოებას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით — 14,77% შეადგინა, გარდაბანში — 32,83%, კასპში — 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში — 64,19%.

რაც შეეხება საჩივრებს, ჟვანიას განმარტებით, ამ ეტაპზე ცესკოში 19 საჩივარია შესული: უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში — 11 და საუბნო კომისიებში კი — 8. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა. 

ცსკო - Sputnik საქართველო
ცსკო-ს თავმჯდომარე სამეგრელოში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. 

არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატს მისცა ხმა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენდა. 

არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” 9 კანდიდატი, ”ნაციონალურ მოძრაობას” — 3, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” — 1 კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0