ცსკო-ს თავმჯდომარე სამეგრელოში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება

© ЦИКცსკო
ცსკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჟვანიას განცხადებით, ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო გარემოზე და ზოგადად, აზიანებს საარჩევნო პროცესს.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია  კორცხელის # 53-ე  საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს მიუღებლად მიიჩნევს და საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ნათქვამია ცესკოს  ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „მე მიმნდა მივმართო პოლიტურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, ნებისმეირ დაინტერესებულ პირს თუ მოქალაქეს, რომ არჩევნები ეს გახლავღ სამოქალაქო პროცესი და არ არის გარჩევების დღე. შესაბამისად მინდა მივმართო მათ, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას და მისცენ ხალხს არჩევნებზე ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ნიკა მელია, გიგა ბოკერია და ეკა ხერხეულიძე სცემეს

ჟვანიას განცხადებით, ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო გარემოზე და ზოგადად, აიზანებს საარჩევნო პროცესს. 

დღეს, ზუგდიდში კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო.  ინციდენტის შედეგად ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, გიგა ბოკერია და სხვები, რომელთაც ადგილზე მობილიზებული მოკრივეები გაუსწორდნენ ფიზიკურად.


ყველა ახალი ამბავი
0