თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ზუგდიდში კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ისმოდა ურთიერთბრალდებები იმის გამო, რომ პერიმეტრის შესასვლელთან დგანან აქტივისტები და არ უთმობენ გზას ამომრჩეველს.
დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები 45 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნები ტარდება გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.
არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს.