საქართველოში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.

თბილისი,  22 მაისი — Sputnik. საკრებულოს შუალედური არჩევნები 45 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. 

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება. 

არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს. 

არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” 9 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, ”ნაციონალურ მოძრაობას” — 3, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” — 1. 

“თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“, — ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. 


ყველა ახალი ამბავი
0