საქართველოს პრემიერი: ხელისუფლების არჩევა მუშტებით არ შეიძლება

გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება სახელმწიფოსთვის ღირსების საკითხია.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს ზუგდიდის რაიონში მომხდარ ინციდენტს, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სცემეს.

ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი: მსგავს ინცინდენტს არ ჰყავს გამარჯვებული

კვირას სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჩხუბი „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და ამისთვის ზუგდიდში კასტეტებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მოჭიდავეები და მორაგბეები თბილისიდან ჩაიყვანა.

„ის, რაც მოხდა სამეგრელოში არჩევნებზე, არის მიუღებელი და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა გამეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით”, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვინ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ქვეყნის სამართავად, მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ ეს ინციდენტი უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.

„სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელები“ „ნაცმოძრაობას“ გამოექომაგნენ

ვფიქრობ, რომ მომავალში სამართალდამცველების მხრიდან მეტი მობილიზება დაგვჭირდება, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ გამეორდეს, დასძინა მთავრობის მეთაურმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 125-ე მუხლით („ცემა“). ამ დროისთვის დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, კორცხელის გარდა, საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა და თბილისში გაიმართა.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ საკრებულოებში ცხრიდან შვიდი ადგილი მოიპოვა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ — ორი.

ყველა ახალი ამბავი
0