„რესპუბლიკელები“ „ნაცმოძრაობას“ გამოექომაგნენ

© photo: photo : Republican Party of Georgia / FB"რესპუბლიკური პარტია"
რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რესპუბლიკური პარტია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე თავდასხმის ობიექტური გამოძიების მოწოდებით გამოდის.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა, ქვეყნის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე თავდასხმის დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდა. ინციდენტი ზუგდიდის რაიონში შუალედური არჩევნების დროს მოხდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: "ნაცმოძრაობა" მსგავსი პროვოკაციებით ვერ შეძლებს სიტუაციის არევას

პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ჩხუბი სოფელ კორცხელში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჩხუბი „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და ამისთვის ზუგდიდში კასტეტებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მოჭიდავეები და მორაგბეები თბილისიდან ჩაიყვანა.

„რესპუბლიკური პარტია“ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კორცხელის ინციდენტის გამოძიებისას იმ პოზიციებზე არ შეჩერდება, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი ლიდერის სრულიად ცინიკურ განცხადებებში გამოიხატა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა დაზარალებულებს დააკისრა და არა მოძალადეებს“, — აღნიშნულია პარტიის მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს რიგ რაიონებში კვირას შუალედური არჩევნები გაიმართა. სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 125-ე მუხლით („ცემა“). ამ დროისთვის დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0