კახა კალაძე: "ნაცმოძრაობა" მსგავსი პროვოკაციებით ვერ შეძლებს სიტუაციის არევას

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს ოპონენტებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ფაქტი შეაჯამა. 

ცსკო - Sputnik საქართველო
ცსკო-ს თავმჯდომარე სამეგრელოში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს ოპონენტებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ჩვენ, "ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს“, — განაცხადა კალაძემ. 

საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება. 

არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებაში ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, როგორც 2012 წლის შემდეგ მათი ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა დაიმსახურა. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ აბსოლუტურად ყველა უბანზე „სამწუხაროა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას", — განმარტა კალაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0