საია კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს განცხადებით ეხმაურება

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან ნიკა მელია, გიგა ბოკერია და ეკა ხერხეულიძე სცემეს

„ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებულნი იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც  ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია-საშუალების წარმომადგენლებს“, — ნათქვამია განცხადებაში.  

საია მოწოდებით მიმართავს როგორც საარჩევნო სუბიექტებს, ისე სამართალდამცავ ორგანოებს:

— მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას. სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; 

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-მ სამეგრელოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

— მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

— უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე. 



ყველა ახალი ამბავი
0