შსს-მ სამეგრელოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოწერა
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამონისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".   

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.   

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: "ნაცმოძრაობა" მსგავსი პროვოკაციებით ვერ შეძლებს სიტუაციის არევას

კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ინციდენტის შედეგად ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და სხვები, რომელთაც ადგილზე მობილიზებული მოკრივეები გაუსწორდნენ ფიზიკურად.

 


ყველა ახალი ამბავი
0