კახა კალაძე: "ნაცმოძრაობას" უბანზე ზაზა კედელაშვილის ზონდერები ჰყავს მობილიზებული

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.

თბილისი, 22 მაისი —  Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".  

ნაცმოძრაობის მომხრეები - Sputnik საქართველო
”ნაციონალურმა მოძრაობამ” კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები დაასახელა

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილზე მობილიზებული ჰყავს ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც ბოკერია ხელძღვანელობს.

„მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა,  გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა და ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერ-ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბეჟაშვილი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროვოკაციები, შესაძლოა, უბნის დახურვის შემდმგომაც გაგრძელდეს. მან ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა.  

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-მ სამეგრელოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
 

„მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით მოვლენების განვითარება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კორცხალის #53-ე საარჩევნო უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის შედეგად ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და სხვები, რომელთაც ადგილზე მობილიზებული მოკრივეები გაუსწორდნენ ფიზიკურად.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

 


ყველა ახალი ამბავი
0