”ნაციონალურმა მოძრაობამ” კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები დაასახელა

© photo: Sputnik"ნაცმოძრაობის" მომხრეები
ნაცმოძრაობის მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მომხდარ ფაქტში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და იმ პირების ვინაობა გაახმოვანა, რომლებიც მონაწილეობდნენ ფიზიკურ ძალადობაში.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა ბრიფინგი გამართა.   

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: "ნაცმოძრაობა" მსგავსი პროვოკაციებით ვერ შეძლებს სიტუაციის არევას

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მომხდარ ფაქტში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და იმ პირების ვინაობა გაახმოვანა, რომლებიც მონაწილეობდნენ ფიზიკურ ძალადობაში. 

მან  პროვოკაციის ინსპირირებაში ბრალი დასდო საქართველოს ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, გიორგი არეშიძეს და გიგა გეგეშიძეს.

გაბაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები — გიგა ტყემალაძე, გიო უბილავა, ნოშრევან წურწუმია, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ყორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი, ლაშა დვალიშვილი, ვლადიმერ გეგეშიძე, კობა ტყეშელაშვილი, ჯიჯა გიგაური. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-მ სამეგრელოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და როგორც თვითმხილველები ამბობენ, “ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. ინციდენტის შედეგად ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და სხვები, რომელთაც ადგილზე მობილიზებული მოკრივეები გაუსწორდნენ ფიზიკურად.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.   


ყველა ახალი ამბავი
0