ზიკას ვირუსი: როგორ დავიცვათ თავი

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკოღო
კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები გვირჩევენ, ყველა ზომას მივმართოთ, რათა კოღოების გამრავლებისთვის საცხოვრებელ ბინებში ხელსაყრელი პირობები არ შევქმნათ.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა აუცილებელი საშუალება, რათა თავიდან აიცილოს ზიკას ვირუსით დაავადება, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან.

ზიკას ვირუსით დაავადებულ ადამიანს აღენიშნება ციებ–ცხელება, გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრები ტკივილი, სისუსტე და თავის ტკივილი. სიმპტომები, როგორც წესი, ორი–სამი დღე ნარჩუნდება. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალბატონებისთვის.

კოღო - Sputnik საქართველო
ზიკას ვირუსმა საქართველოში, შესაძლოა, ზაფხულში შემოაღწიოს

იმისათვის, რომ ზიკას ვირუსი თავიდან ავიცილოთ, გამუდმებით უნდა ვეცადოთ, რომ საცხოვრებლებში კოღოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნას, ნათქვამია ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და იქვე რეკომენდაციებსაც სთავაზობს მოსახლეობას:  
• წყლის შესანახი კონტეინერები იქონიეთ თავდახურულ მდგომარეობაში ან დაცალეთ და გაწმინდეთ;

• არ დაუშვათ ტბორებისა და გუბურების წარმოქმნა;

• ეცადეთ ღია გარემოში არ შეინახოთ საბურავები ან სხვა მოცულობები — წყლის დაგუბების რისკის გამო.

ცალკე რეკომენდაციებია შემუშავებული მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულმა ქალბატონებმა და თუ იმ ქვეყნებში წასვლა აქვთ დაგეგმილი, რომლებშიც ზიკას ვირუსი უკვე არის გავრცელებული, აუცილებლად  უნდა გააუქმონ მოგზაურობა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა მიმართონ ექიმს და მიიღონ მისგან კონკრეტული რეკომენდაციები კოღოების ნაკბენის თავიდან აცილების გზების თაობაზე.

კოღო - Sputnik საქართველო
ევროპაში ვირუს „ზიკას“ გავრცელების რისკი გაზაფხულსა და ზაფხულში მოიმატებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსახლეობას ურჩევს, გამოიყენონ აშშ–ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებული რეპელენტები, ანუ მწერებისა და ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც რომლებიც შეიცავენ DEET, პიკარდინს და IR3535, ვინაიდან ისინი უსაფრთხოა ორსულთათვის, მეძუძურთა და ორ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულებმა რეპელენტებით უნდა დაამუშაონ კარვები, ფეხსაცმელი, წინდები და ტანსაცმელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ ზაფხულში შავი ზღვისპირეთში ზიკას ვირუსის გავრცელებაა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0