თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. "ზიკას" ვირუსის გავრცელების რისკი ევროპაში გაზაფხულსა და ზაფხულში მოიმატებს, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ჟუჟანაიაკაბმა.
„ევროპის ყველა ქვეყანა, რომლებშიც ბინადრობს Aedes-ის სახეობის კოღო, მოწყვლადია "ზიკას" ვირუსის გავრცელების მიმართ. გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს რისკი გაიზრდება“, — აღნიშნულიაიაკაბის განცხადებაში.
"ზიკას" ცხელება — მაიმუნის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხანდახან კოღოს ადამიანებზეც გადააქვს. დაავადება ხასიათდება ცხელების კეთილთვისებიანი მიმდინარეობით.
სამშაბათს აშშ-ში "ზიკას" ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, ვინაიდან ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პოტენციურად მძიმე დაზიანებით.