ზიკას ვირუსმა საქართველოში, შესაძლოა, ზაფხულში შემოაღწიოს

© AFP 2024 / Luis Robayoკოღო
კოღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არის იმის დიდი ალბათობა, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში ზიკას ვირუსი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე შეაღწევს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია აცხადებს, რომ შესაძლოა, ზიკას ვირუსი ზაფხულისთვის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდეს.

ზიკას ვირუსს კოღო ავრცელებს. ვირუსით დაავადებულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ ციება, გამონაყარი კანზე და კონიუნქტივიტი, ასევე კუნთებისა და სახსრების ტკივილი, უგუნებობა და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ორი-შვიდი დღის განმავლობაში გრძელდება. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის.

„ზიკას ვირუსის ადგილობრივი გადაცემის ალბათობა, თუ საფრთხის შემცირების ზომები არ იქნება მიღებული, ევროპის რეგიონის 18 ქვეყანაში ფასდება, როგორც ზომიერი და ზოგიერთ გეოგრაფიულ ოლქში: მადერას კუნძულზე და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე — როგორც მაღალი“, — აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საფრთხის ამ მაღალი დონის მიზეზი ამ რეგიონებში Aedes aegypti კოღოების არსებობაა, რომლებიც ზიკას ვირუსის ძირითადი გადამტანები არიან.

კოღო - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობას ბავშვების ლეიშმანიოზისგან დაცვისკენ მოუწოდებენ

იმ ქვეყნებისთვის, სადაც საფრთხის დონე მაღალი ან ზომიერია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, გააძლიერონ გადამტანებთან ბრძოლა კოღოების შემოსვლისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად და შეამცირონ მათი პოპულაცია.

ზიკასა და სხვა მსგავსი ვირუსების გაჩენის თავიდან ასაშორებლად საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ადრე განაცხადა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიიდან სარფამდე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას აპირებს.

ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადებები რეგისტრირებულია აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

ყველა ახალი ამბავი
0