თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ — დღეს ქვეყნის ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.
ქვეყნის მუზეუმები და გალერეები ყველა მსურველს უფასოდ 10:00-დან 17:30 საათამდე მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმების კვირეულის დღესასწაულის ფარგლებში რამდენიმე გამოფენას აწყობს.
მათ შორისაა გამოჩენილი ქართველი პორტრეტების ავტორის ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევართა ექსპოზიცია (თბილისის, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა), სხვადასხვა ქვეყნის ავანგარდისტების გამოფენა (თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ბალკანური ხელნაწერების მემკვიდრეობის ექსპოზიცია (ახალციხე, რაბათის ციხე, ივ, ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმი) და გამოფენა „მარინისტული პეიზაჟი“.
(სიღნაღის მუზეუმი).
გარდა ამისა, მუზეუმების კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდი.
მუზეუმების კვირეულის ფარგლებში 21 მაისს გაიმართება „ღამე მუზეუმში“. რომლის დროსაც ექსპოზიციების ნახვა ღამითაა შესაძლებელი.
მუზეუმების დღე მთელს მსოფლიოში, 1977 წლიდან მოყოლებული, 18 მაისს აღინიშნება. საქართველო ამ დღეს მეცხრე წელია აღნიშნავს.