ქართველი საოპერო მომღერალი პოლონეთში საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა

© FB/Саломе Джикияსაოპერო მომღერალი სალომე ჯიქია
საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტანისლავ მონიუშკოს სახელობის საერთაშორისო ვოკალური კონკურსი საოპერო შემსრულებლებს მთელი მსოფლიოდან გავლენიანი იმპრესარიოებისა და საოპერო თეატრების დირექტორების წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია პოლონეთში სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მეცხრე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის პრიზიორი გახდა.
ვოკალისტების კონკურსი ვარშავის ეროვნულ თეატრში 9-14 მაისს გაიმართა.

საოპერო მომღერალს საქართველოდან ქალის ვოკალის კატეგორიაში პირველი ხარისხის ჯილდო და პოლონელი კომპოზიტორის მონიუშკოს ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა, იუწყებიან ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ქართველი მომღერალი ლოძის დიდი თეატრის დირექციის პრიზის მფლობელი გახდა — სალომე ოპერა „ჰალკაში“ მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძემ იტალიური „საოპერო ოსკარი“ მიიღო

ამ კატეგორიაში მეორე და მესამე ადგილები პოლონელმა მომღერლებმა ევა ტრაცმა და ჯოანა ზავარტკომ დაიკავეს.

მამაკაცთა კატეგორიაში საუკეთესო ვოკალად პოლონელი ენდიუ ფილონჩუკი აღიარეს.

მონიუშკოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის უნიკალურ შანსია, წარმოადგინონ საკუთარი ნიჭი გავლენიანი იმპრესარიოებისა და საოპერო თეატრების დირექტორების წინაშე.

თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
ქართველი კლასიკოსის რომანის მიხედვით ოპერა შეიქმნა

ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია ევროპაში საკონცერტო პროგრამებით წარმატებით მოგზაურობს. მისი დებიუტი საქართველოში 2011 წელს შედგა, როდესაც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ღამის სერენადები“ მიიღო მონაწილეობა.

ქართველი მომღერალი იტალიაში 2013 წელს გაიცნეს, როდესაც მან მოცარტის ოპერაში „ცრუ უბრალოება“ როზინას პარტია შეასრულა.

სალომე ჯიქია თურქეთის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გრან-პრისა და სომხეთის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, ასევე ლადო ათანელის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის პრემიის მფლობელია.

2014 წელს ჯიქია „მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის“ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0