თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს 9 მილიონ დოლარს გამოუყოფს იმერეთში ქალაქის, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის, კულტურული და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციისა და ტურიოსტების მოზიდვის მიზნით.
ფინანსური რესურსი გამოიყოფა დამატებით დაფინანსებისათვის რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის და მასთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია, ასევე წყალტუბოში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერთდა. ამ დროის მანძილზე დაფინანსდა 73-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,58 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ტარდება 7,2 კილომეტრიანი გზის — სარფის მონასტერი —ახალციხეს სარემონტო სამუშაოები და გელათის მონასტრის სარესტავრაციო-კონსერვაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025“ შემუსავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს მიერ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.