თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს მიმდინარე წლის აპრილში 171 ათას 235 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის აპრილი მაჩვენებლზე 20%-ით მეტია.
2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს 578 ათას 100 ტურისტი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.
სულ საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 1 მლნ 596 ათას 916 ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,4%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ვიზიტორთა შორის საქართველოს მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. პირველ ადგილზეა თურქეთი — მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს თურქეთის 115 ათას 887 მოქალაქე ეწვია (ზრდა 12%). მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის მოქალაქეები — 105 ათას 695 ადამიანი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,6%-ით მეტია.
მესამე პოზიცია სომხეთის მოქალაქეებს უკავიათ. აპრილში საქართველოს სომხეთის 105 ათას 667 მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8,7%-ით ჭარბობს.
რუსეთიდან საქართველოს აპრილის თვეში 74 ათას 187 ადამიანი ეწვია (ზრდა 26,7%).