საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი. XXIX ტურის შედეგები

© ФФГსაქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის XXIX ტურმა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ადგილების გადანაწილება საბოლოოდ ცხადი გახადა. როგორც არ უნდა დასრულდეს დასკვნითი ტურის მატჩები, პირველი ოთხი გუნდი „დინამო“ თბილისი, „სამტრედია“, „დილა“ და „ჩიხურა“ თავის ადგილებზე დარჩებიან.

ნოდარ მაისურაძე

ადგილი ევროპის მზის ქვეშ

 ჩემპიონატის შედეგების მიხედვით საჩხერის „ჩიხურამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც 2016/2017 სეზონში UEFA-ს ევროპის ლიგაში მას მონაწილეობის უფლებას აძლევს. სოსო ფრუიძის აღსაზრდელებმა მოტივაციადაკარგულ „შუქურას“ 2:0 ანგარიშით მოუგეს. გოლების ავტორები დავით კირკიტაძე და თორნიკე მუმლაძე გახდნენ.

დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია

მაგრამ 18 მაისამდე, როდესაც საქართველოს თასის ფინალი ჩატარდება, საჩხერის კლუბი ასეთი შედეგის გამო ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეს. დავით ყიფიანის სახელობის თასს  თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ გაათამაშებს. თუ თასი „სიონს“ შეხვდება, საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით UEFA-ს ევროპის ლიგაში მესამე საგზურის მფლობელები სწორედ ისინი გახდებიან.

თუ კი „ჩიხურა“ ევროტურნირში მაინც მიიღებს მონაწილეობას, საჩხერის გუნდისათვის ეს UEFA-ს ევროპის ლიგაში გამოსვლის მეორე გამოცდილება იქნება. 2013/2014 წლის სეზონში „ჩიხურა“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდამდე მივიდა, სადაც შვეიცარიის „ტუნთან“ 1:5 ანგარიშით წააგო.

შარშანდელი ჩემპიონი ლიდერთა სამეულის ბოლოშია

გორის „დილა“, რომელიც გასულ სეზონში ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახლანდელი სეზონის უძლიერესი გუნდების სამეულის ბოლოშია. უჩა სოსიაშვილის აღსაზრდელები გასვლაზე „მერანს“ შეხვდნენ, რომლებიც მთელი ძალით იბრძოდნენ, და 2:3 ანგარიშით წააგეს. შოთა ჯიქიას ზუსტი დარტყმის შემდეგ შეხვედრის ბოლო წუთზე სტუმრებმა ფრე შანსი დაკარგეს.

ამგვარად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „დილამ“ 59 ქულა მოაგროვა. გორის გუნდი „სამტრედიას“ ოთხი ქულით ჩამორჩება, „ჩიხურას“ კი ხუთი პუნქტით უსწრებს.

„სამტრედია“ — მეორეა

„სამტრედიამ“, რომელმაც ჩემპიონატის მეორე ნახევარში ნამდვილი ფურორი მოახდინა, მეორე ადგილი დაიმკვიდრა.

საანგარიშო ტურში „სამტრედიამ“  გასვლაზე „გურიას“ 2:0 ანგარიშით მოუგო. უნდა აღინიშნოს, რომ ლანჩხუთის გუნდი საკმაოდ მოტივირებული იყო, რადგან პირველ ლიგაში მოხვედრის თეორიული შანსი ჰქონდა.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
„ლიახვი“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა

მიუხედავად ამისა, სტუმრები თავიდანვე ფლობდნენ ინიციატივას და ნახევარ საათში ნიკა სანდოხაძემ გაიტანა პირვალი გოლი. პირველი ტაიმის დასასრულს კაბორემ მასპინძლებს „დათვური სამსახური“ გაუწია და პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

რაოდენობრივი უპირატესობით „სამტრედიამ“ მეორე გოლიც გაიტანა. მისი ავტორი 62 წუთზე  გიორგი დათუნაშვილმა გახდა. ჩემპიონათში „სამტრედიას“ მეშვიდე გასვლითი მოგება დაფიქსირდა.

გავარდნა არავის არ უნდოდა

XXIX ტურის თავისებურება გახდა ის გარემოება, რომ სამივე აუტსიდერმა „ზუგდიდმა“, „მერანმა“ და „საპოვნელამ“ სინქრონული გამარჯვებები მოიპოვეს. ასეთი რამ ჯერ ამ სეზონში არ მომხდარა. როგორც ჩანს, უმაღლეს ლიგაში დარჩენის უძლიერესი სურვილი ყველა კლუბს ჰქონდა.

იმის შესახებ, რომ „მერანის“ ფეხბურთელებმა „დილას“ ბოლო წუთზე გამარჯვება წაართვეს, ჩვენ უკვე ვწერდით.

გავარდნის ორი სხვა პრეტენდენტების შეხვედრები მსგავსი სცენარით  ჩატარდა.

„ზუგდიდმა“ თავის მოედანზე „კოლხეთს“უმასპინძლა და უკვე მესამე წუთისათვის 0:1 აგებდა. მინდორზე სიტუაცია კარდინალურად შეცვალა გურამ სამუშიამ. 63-ე წუთზე თავდამსხმელმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ 11-მეტრიანი დარტყმა განახორციელა და მასპინძლებს  აუცილებელი გამარჯვება მოუტანა.

ზუგდიდის მატჩის ასლი გახდა თამაში, რომელშიც „საპოვნელა“ „ცხინვალს“ მასპინძლობდა. აქაც სტუმრები დაწინაურდნენ, ეს პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოხდა.

მეორე ნახევრის შუაში მასპინძლები გამოფხიზლდნენ და გაათანაბრეს ანგარიში. თავი გიორგი ბიბილეიშვილმა გამოიჩინა. გამარჯვება კი „საპოვნელას“ ფეხბურთელებმა ასევე 11-მეტრიანი დარტყმის შემდეგ მოიპოვეს. არ ააცილა გიორგი ბუხაიძემ.

ამგვარად, ორი გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგას ავტომატურად დატოვებს, XXX დასკვნით ტურში გაირკვევა. მაშინაც იმ კლუბის სახელი გახდება ცნობილი, რომელიც განმეორებით მატჩებში დამატებით შანსს მიიღებს.

საქართველოს თასის ფინალის რეპეტიცია

„სიონმა“ და თბილისის „დინამომ“ საანგარიშო ტურში საქართველოს თასის ფინალის რეპეტიცია ჩაატარეს, რომელიც ქუთაისში 18 მაისს ჩატარდება. თამაში ბოლნისში ჩატარდა და დედაქალაქის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა-2:1. გამარჯვებულთა შემადგენლობიდან თავისი გვარები ტაბლოზე მოგვარეებმა-საბა და უჩა ლობჟნიძეებმა აანთეს. პრესტიჟის გოლი 90 წუთზე მინდია სხუბულიანმა გაიტანა.

XXIX ტურის შედეგები:

"ლიკომოტივი" — "ტორპედო" 1:2

"გურია" — "სამტრედია" 0:2

"შუქურა" — "ჩიხურა" 0:2

"ზუგდიდი" — "კოლხეთი" 2:1

"მერანი" — "დილა" 3:2

"საბურთალო" — ბათუმის "დინამო" 1:2

"საპოვნელა" — "ცხინვალი" 2:1

"სიონი" — თბილისის "დინამო" 

საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი XXX ტურის მატჩები 22 მაისს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0