თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ლიახვი“ მომავალი სეზონიდან საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, იტყობინება სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.
პირველი ლიგის XXXI ტურში „ლიახვმა“ მოუგო „ალგეთს“ 3:2 და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გარანტირებულად მიიღო პირველი ადგილი და ქართული ფეხბურთის ელიტაში გავიდა.
მეორე ადგილზე დასკვნითი დღის მერე გადავიდა „ვით-ჯორჯია“, მესამე ადგილს ხობის „კოლხეთი“ იკავებს.
საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით, პირველი ლიგის ორი პირველი გუნდი ავტომატურად გადადის უმაღლეს ლიგაში.
რაც შეეხება უმაღლეს ლიგას, ჩემპიონატის შედეგებით, მას ბოლო ორი გუნდი ტოვებვს. ამ დროისათვის ეს არის „საპოვნელა“ და „ზუგდიდი“.