თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ნავთობგაზსადენების უსაფრთხოების ერთობლივ უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ, გაბალაში კვირას განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა.
„სამი ქვეყნის მინისტრებმა ნავთობგაზსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს და ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია“,-განაცხადა ილმაზმა გაბალაში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრის შედეგების მიხედვით ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე.
აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში გაბალაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მიწვევით ჩატარდა.
ამას წინათ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით მხარეებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება მიზანშეწონილად ჩათვალეს.
თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრის შედეგების მიხედვით „აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრების სამმხრივი ფორმატის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა“ ღნიშნეს.
ნავთობსადენი ბაქო-სუფსა ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით. ნავთობსადენის სიგრძე 830 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში (140 ათასი ბარელი დღეში).
სამხრეთ კავკასიის მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა აზერბაიჯანის გაზის „შახდენიზის“ საბადოდან საქართველოსა და თურქეთში ტრანსპორტირების მიზნით. სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP Co) კომპანმიის აქციონერები არიან ტექნიკური ოპერატორი BP (28,8 %),კომერციული ოპერატორი AzSCP (10%), SGC Midstream (6.7%), Petronas (15,5%), Lukoil (10%), NICO (10%) და TPAO (19%).
ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიხანი (BTC) სიგრძით 1768 კილომეტრი ექსპლუატაციაში 2006 წლის ივლისში შევიდა. მისი აქციონერები არიან: BP (30.1%); AzBTC (25.00%); Chevron (8.90%); Statoil (8.71%); TPAO (6.53%); ENI (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ConocoPhillips (2.50%) და ONGCLimited (2.36%).