ბაქო, თბილისი და ანკარა თავდაცვის სფეროში მემორანდუმის ხელმოწერას აპირებენ

© Mod.gov.azსამხედრო წვრთნების პირველი ეტაპი
სამხედრო წვრთნების პირველი ეტაპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები სამმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას აპირებენ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik.  აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას აპირებენ, გაბალაში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შედეგების მიხედვით  ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე კვირას განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა.

შეხვედრა  აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ზაქირ ჰასანოვის მიწვევით ტარდება.

„ჩვენ (აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები), თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ვაპირებთ. ეს ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივ ბაზას შექმნის, ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი გახდება. ამ ფორმატიდან გამომდინარე, მომავალში ახალი პროექტების გამხორციელება არის დაგეგმილი“,- განაცხადა ჰასანოვმა.

გაბალა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ამას წინათ  აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნისათვის მხარეებმა მიზანშეწონილად ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარება  ჩათვალეს.

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას თავდაცვის მინისტრებმა „აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი ფორმატის შეხვედრების დიდი სტრსტეგიული მნიშვნელობა“ აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0