მოხვდება თუ არა საქართველო „ევროვიზია 2016“-ის ფინალში, 12 მაისს გაირკვევა

© FB/Young Georgian Lolitaz ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმღერის ევროპული კონკურსის მეორე ნახევარფინალის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz „ევროვიზია 2016“-ის მეორე ნახევარფინალში მე-16 ნომრით გამოვლენ. 

კონკურსის პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართა და ათი პირველი ფინალისტიც გამოვლინდა. ესენი არიან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და მალტის წარმომადგენლები.  

ევროვიზია  2016 - მზადება კონკურსისთვის. Globe Arena სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2016: კონკურსის არსი, სიმღერები და პროგნოზები

ქართველ მუსიკოსებთან ერთად მეორე ნახევარფინალში 18 ქვეყნის მომღერალ-შემსრულებლები გამოვლენ სცენაზე – ალბანეთი, ავსტრალია, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მაკედონია, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, სერბეთი, სლოვენია, შვეიცარია და უკრაინა. 

კონკურსის წესების თანახმად, ნახევარფინალში არ მონაწილეობენ „დიდი ხუთეულის“ – საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის მუსიკოსები და ასევე გასული წლის გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი. ისინი პირდაპირ ფინალში 14 მაისს გამოვლენ.  

ნიკა კოჩაროვი  & Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
სარკეები და კალეიდოსკოპი: საქართველომ ევროვიზიისთვის შოუ მოამზადა

ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz შეასრულებენ სიმღერას Midnight Gold. ბექ-ვოკალს მათთან ერთად ცნობილი შვედი ვოკალისტი ლარს სეფსუნდი იმღერებს. 

წელს, ისევე, როგორც შარშან, ქართველი მუსიკოსების ნომერს ცნობილი შვედი სცენოგრაფი საშა ჟან-ბატისტი გააფორმებს. მისი თქმით, Globe Arena-ს სცენაზე მაყურებელი ფსიქოდელიკის, სარკეების, კალეიდოსკოპისა და ასევე პიროტექნიკული სპეცეფექტების ნახვას შეძლებს ქართველი მუსიკოსების ნომრის შესრულებისას. 

ნიკა კოჩაროვმა და მისმა ჯგუფმა უკვე ორი რეპეტიცია გაიარა და ორივე წარმატებით. ისინი უცხოელ ჟურნალისტებსაც შეხვდნენ, რომლებიც კონკურსს აშუქებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0