ევროვიზიის კაზუსები: ჩამძვრალი ქვედაბოლო და დამტვრეული ჯილდო

© REUTERS / TT NEWS AGENCY"ევროვიზია 2016"
ევროვიზია 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლევანდელი კონკურსი, რომლის დევიზია Come together („გავერთიანდეთ“), შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ტარდება.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. „ევროვიზია“ ყოველწლიურად სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება მონაწილეთა მხრივ. წელს ევროპის სასიმღერო კონკურსში მონაწილე ქვეყნების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „Sputnik-სომხეთმა“ ევროვიზიაზე მომხდარ საინტერესო შემთხვევებს მოუყარა თავი და მკითხველს შესთავაზა.

ევროვიზია  2016 - მზადება კონკურსისთვის. Globe Arena სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2016: კონკურსის არსი, სიმღერები და პროგნოზები

2013 წელს პატარა კაზუსი მოხდა რუსეთის წარმომადგენელ დინა გარიპოვასთან დაკავშირებით, როცა წამყვანებმა პირდაპირ ეთერში კონკურსანტების წარდგენისას ის დინას ნაცვლად დიანად გამოაცხადეს.

2012 წელს „ევროვიზია“ ბაქოში ტარდებოდა. მუშებმა წითელი ხალიჩის დაფენა ვერ მოასწრეს და ამიტომ გახსნის ცერემონია ერთ საათზე მეტი ხნით გადაიდო. ხოლო ბოლოს, როცა მონაწილეებმა, როგორც იქნა, წითელ ხალიჩაზე გავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მათ არავინ აცხადებდა.

2010 წელს ესპანელ კონკურსანტ დანიელ დიგესს ორჯერ მოუწია სიმღერის შესრულებამ. ეს იმიტომ, რომ პირველი გამოსვლისას სცენაზე ვიღაც კაცი აეჭრა და მასთან ერთად სიმღერა და ცეკვა დაიწყო.

წესრიგის დამრღვევი კატალონიელი ჯიმი ჯამპი აღმოჩნდა, რომელმაც „ევროვიზიაზე დაგეგმილი ხულიგნური გამოხდომის“ თაობაზე ორიოდე კვირით ადრე გააფრთხილა ორგანიზატორები, მაგრამ მათ ეს მუქარა სერიოზულად არ მიიღეს.

© Руслан Кривобокკონკურს "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ალექსანდრ რიბაკი
კონკურს ევროვიზია 2009-ის გამარჯვებული ალექსანდრ რიბაკი - Sputnik საქართველო
კონკურს "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ალექსანდრ რიბაკი

„ევროვიზია 2009“–ზე, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა, გამარჯვებული სიმღერის შემსრულებელმა ალექსანდრ რიბაკმა მოზღვავებულ ემოციებს ვერ გაუძლო და ისე მაგრად მოუჭირა ხელი ჯილდოს, რომ „ბროლის მიკროფონს“ ფეხი მოამტვრია. საბოლოოდ, „ევროვიზიის“ პრიზის ავტორმა, შვედმა კიელ ენგმანმა მისი ასლი დაამზადა და რიბაკს კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა იყო კონკურსის 55-წლიანი ისტორიის მანძილზე, როცა ერთ შემსრულებელს ერთი სიმღერისთვის პრიზი ორჯერ მისცეს.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი "ევროვიზიის" ფინალში გავიდნენ

2004 წელს თურქეთში მიმდინარე კონკურსზე წამყვანი იმდენად გაერთო ქულების გამოცხადების დროს, რომ დაავიწყდა, პირდაპირ ეთერში რომ იყო და თითით ცხვირის ჩიჩქნა დაიწყო.

1985 წლის ფინალი გეტებორგში იმით გახდა დასამახსოვრებელი, რომ წამყვან ლილ ლინდფორსს სცენაზე ქვედაბოლო ჩასძვრა. მოგვიანებით ის გამოტყდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული ხუმრობა იყო. თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ვერ დააფასა“ შვედი ორგანიზატორების იუმორის გრძნობა და დაუგეგმავი სიურპრიზების მოწყობა ოფიციალურად აკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0