რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი "ევროვიზიის" ფინალში გავიდნენ

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკში"ევროვიზია"
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზია 2016“-ის ოფიციალური სლოგანია Come together („მოდით, ერთად“). კონკურსის პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართა, მეორე კი 12 მაისს გაიმართება.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სტოკჰოლმში სამშაბათს გამართული „ევროვიზიის“ ნახევარფინალის შემდეგ ფინალში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები გადავიდნენ.

კონკურსზე რუსმა მომღერალმა სერგეი ლაზარევმა შეასრულა სიმღერა You are the only one, რომელიც ჯერ კიდევ „ევროვიზიის“ დაწყებამდე მოხვდა ევროპულ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე.

© Vladimir Astapkovich"ევროვიზია 2016"-ის გენერალური რეპეტიცია
ევროვიზია 2016-ის გენერალური რეპეტიცია - Sputnik საქართველო
"ევროვიზია 2016"-ის გენერალური რეპეტიცია

ფინალში ასევე გავიდა 21 წლის აზერბაიჯანელი სემრა რაგიმლი კომპოზიციით Miracle, რომელმაც თავისი სილამაზითა და უნიკალური ხმის ტემბრით ყველა მოხიბლა.

კონკურსის სომეხმა მონაწილემ ივეტა მუკუჩიანმა, რომელმაც შეასრულა სიმღერა Wave, მშვენივრად მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება, წერს „Sputnik სომხეთი“. სიმღერა ლამაზი შოუთი იყო გაფორმებული, რომელშიც ციფრული და სინათლის ტექნოლოგიები ეფექტურად გამოიყენეს.

© კონკურსის ოფიციალური გვერდიივეტა მუკუჩიანი
ივეტა მუკუჩიანი - Sputnik საქართველო
ივეტა მუკუჩიანი

„ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-ი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მე-16 ნომრად 12 მაისს გამოვლენ სიმღერით Midnight Gold. ბექ-ვოკალს ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი შეასრულებს.

ფინალში ასევე გავიდნენ ნიდერლანდების, უნგრეთის, ხორვატიის, ავსტრიის, ჩეხეთისა და მალტის წარმომადგენლები. კონკურსის მეორე ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს.  

© Vladimir Astapkovich"ევროვიზია 2016"-ის გენერალური რეპეტიცია
ევროვიზია 2016-ის გენერალური რეპეტიცია - Sputnik საქართველო
"ევროვიზია 2016"-ის გენერალური რეპეტიცია

კონკურსის წესების თანახმად, ნახევარფინალებში „დიდი ხუთეულის“ ქვეყნების — საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. ისინი, როგორც კონკურსის დამფუძნებლები, პირდაპირ ფინალში წარდგებიან მსმენელის წინაშე.

„ევროვიზია 2016“ სტოკჰოლმში 10-14 მაისს იმართება. კონკურსის შვედეთში გამართვის საფუძველი გასულ წელს აღნიშნულ კონკურსში შვედი მონს ზელმერლევის გამარჯვება გახდა, ის ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკურსში  გამარჯვებული მეორე შვედი მომღერალია.

ყველა ახალი ამბავი
0