თბილისი. 10 მაისი — Sputnik. „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი სტოკჰოლმის სპორტულ-საკონცერტო კომპლექს „გლობენში“ ჩატარდება. იგი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში მონაწილეობას მომღერლები18 ქვეყნიდან მიიღებენ, მათ შორის რუსეთის წარმომადგენელი, მომღერალი და მსახიობი სერგეი ლაზარევი. მისი გამოსვლა სიმღერით "You Аre Тhe Оnly Оne" ("Ты – единственная") მეცხრე ნომრად შედგება.
18 კონკურსანტიდან ფინალში, რომელიც 14 მაისს ჩატარდება, მხოლოდ 10 შემსრულებელი გადავა.
კონკურსის ფავორიტები
ფავორიტებს შორის დიდი ხანია სახელდება სერგეი ლაზარევის სახელი ისეთი ბუკმეკერული კომპანიების მიერ, როგორებიცაა Betway, Unibet, Ladbrokes, BWIN. ამ კომპანიების მოთამაშეთა ფსონების მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდიან უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი და ავსტრალია.
თვითონ ლაზარევი ამბობს, რომ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, და ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვიდეს.
„სანამ სცენაზე გავალ, მარტო ვდგავარ და ვფიქრობ იმაზე, რაც უნდა გავაკეთო“,- ევროვიზიის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე ყვება მომღერალი.
„მე ვფიქრობ, ყოველი არტისტისთვის დიდი პატივია შენი ქვეყნის წარდგენა. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესოდ წარვადგინო რუსეთი“,- ამბობს ლაზარევი.
მსოფლიოში უდიდესი შოუ
ევროვიზია მსოფლიოში უდიდეს გასართობ შოუდ ითვლება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ორივე ნახევარფინალის და ფინალის აუდიტორია 50 ქვეყანაში 200 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს. წელს პირველად კონკურსის ფინალის ტრანსლირება აშშ-შიც განხორციელდება.
ევროპის სამაუწყებლო კავშირმა მუსიკალური შეჯიბრებების მოწყობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. პირველი კონკურსი 1956 წლის 24 მაისს ჩატარდა. ყვალაზე ხშირად მომღერლები ირლანდიიდან იმარჯვებდნენ —მათ ანგარიშზე შვიდი გამარჯვებაა. მეორე ადგილზე შვედეთია — ექვსი გამარჯვებით.
წელს ევროვიზიის ლოზუნგი ჟღერს ასე: „Come Together“. შვედი ორგანიზატორები მაყურებელს ევროვიზიის ზოგიერთი მომენტის სრულყოფას პირდებიან. შედეგები პრაქტიკულად ბოლო წუთს გახდება ცნობილი.
„ქულები ისეთნაირად იქნება წარმოდგენილი, რომ გამარჯვებულის სახელი ცნობილი ბოლო წუთს გახდება. ასე ეროვნულ კონკურსებზე ვცადეთ. ისეთი დაძბულობა იქმნება! ჩვენ ეს მოგვწონს!“-ყვება კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი შვედური მხრიდან ქრისტერ ბიერქმანი ერთერთ პრეს-კონფერენციაზე.