„ევროვიზია 2016“-ის წამყვანი: კონკურენცია ძლიერი იქნება

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიმონს ზელმერლევი
მონს ზელმერლევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური კონკურსის „ევროვიზიის“ წამყვანი მონს სელმერლევი, რომელმაც კონკურსზე 2015 წელს ვენაში გაიმარჯვა, წელს მონაწილეთა შორის მძლავრ კონკურენციას ელოდება.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კვირას სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე მონს სელმერლევმა აღიარა, რომ მას ფავორიტები ჰყავს. „მაგრამ მათ არ დაგისახელებთ. წელს ბევრი კარგი სიმღერაა. ვფიქრობ, ძლიერი კონკურენცია იქნება“, — განაცხადა მან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სელმერლევმა მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი კვალი გასულ წელს სწორედ „ევროვიზიის“ კონკურსზე გამარჯვებამ დატოვა. ამ კონკურსზე წამყვანის რანგში მუშაობას ის უნიკალურად მიიჩნევს. „ასეთი რამ ერთხელ ან ორჯერ ხდება“, — განაცხადა მან.

ნიკა კოჩაროვი  & Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
სარკეები და კალეიდოსკოპი: საქართველომ ევროვიზიისთვის შოუ მოამზადა

მეორე წამყვანმა, შვედმა მსახიობმა, მწერალმა და კომიკოსმა პეტრა მედემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსის წამყვანობაზე უარის თქმა ძალზე რთული იყო. „ასეთი რამ ერთხელ ხდება!. არა, ორჯერ, მე უკვე ვიყავი 2013 წელს მალმეში „ევროვიზიის“ წამყვანი და უარის თქმა იუმორით, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ატმოსფეროზე რთულია“, — განაცხადა მედემ პრესკონფერენციაზე.

პეტრა მედე 1970 წელს გიოტებურგში დაიბადა. სწავლობდა საბალეტო სკოლაში. 20 წლისამ ზურგის ტრავმა მიიღო და საცეკვაო კარიერაზე უარის თქმა მოუხდა. პეტრა შვედეთში ძალზე პოპულარულია. მას ხშირად მიჰყავს სხვადასხვა გალა-წარმოდგენა, იწვევენ იუმორისტულ პროგრამებში.

მისი თქმით, „ევროვიზიისთვის“ მზადება სრული სვლით მიდის, თუმცა რაიმე დეტალებზე მას არ უსაუბრია. ამის საპირისპიროდ, საიდუმლო არ გამხდარა ინფორმაცია მისი სასცენო კოსტიუმების შესახებ. „კაბები, რომლითაც სცენაზე გამოვალ, სამ შვედ დიზაინერს კუთვნის“, — აღნიშნა მან.

ევროვიზია  2016 - მზადება კონკურსისთვის. Globe Arena სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2016: კონკურსის არსი, სიმღერები და პროგნოზები

საკონკურსო შოუს შვედი პროდიუსერი სვენ სტოიანოვიჩი წამყვანებთან მუშაობით კმაყოფილია, მათ „შვეიცარიული საბრძოლო დანები“ უწოდა“ და მათ მრავალმხრივობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ისინი შვეიცარიული საბრძოლო დანებივით არიან — ცეკვავენ, მღერიან, ოხუნჯობენ“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

კვირას საღამოს, „ევროვიზიის“ კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით, კონკურსის მონაწილეები და დელეგაციის წევრები ოფიციალური მიღების სტუმრები გახდებიან, რომელიც სტოკჰოლმში ქალაქის რატუშაში გაიმართება.  


ყველა ახალი ამბავი
0