თბილისი, 9 მაისი— Sputnik. ქართველმა მუსიკოსებმა ნიკა კოჩაროვმა & Young Georgian Lolitaz, რომლებიც „ევროვიზია 2016“-ში ღებულობენ მონაწილეობას, სტოკჰოლმში პრესკონფერენცია გამართეს. პირველ რიგში მუსიკოსებს საქართველოდან ჰკითხეს, როგორია მათი შთაბეჭდილება მეორე რეპეტიციის შემდეგ, რაზეც ნიკა კოჩაროვმა უპასუხა: "კომენტარიც არ მაქვს-დღეს ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა. მე ვგრძნობ, რომ გამოგვივიდა.“
Young Georgian Lolitaz —ის გიტარისტს გიორგი მარს ჰკითხეს, გამზრახ გამოიყურება ის როგორც ბრიტანული როქ-ჯგუფის Оаsis-ის ლეგენდარული ექს-ვოკალისტი ლიამ გალაჰერი თუ არა.
„ეს არ არის დამთხვევა, იმიტომ რომ Оаsis ყოველთვის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჯგუფი იყო. როდესაც მე ვიყავი ბავშვი 1990-იანებში, მათ მუსიკას ბევრს ვუსმენდი, და სწორედ მათმა კოლექტივმა შთამაგონა გიტარაზე დაკვრა დამეწყო“,- აღიარა გიტარისტმა.
გარდა ამისა, მარმა უპასუხა, რომ მისი ვარცხნილობისა და ჩაცმის სტილი არამარტო Oasis-ის ექს-ფრონტმენის სტილს, არამედ 60-იანების მრავალი მუსიკოსის სტილს ჰგავს.
შემდეგ ქართველ მუსიკოსებს ჰკითხეს, Midnight Gold სიმღერას რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ხომ არ გააჩნია.
„არანაირი გზავნილი როგორც ასეთი არ არის, მასში უფრო მეტი ენერგიაა. სიმღერით გვინდა რაღაცა ვაგრძნობინოთ მაყურებელს და დარბაზისგან ენერგია მივიღოთ“,- აღნიშნა კოჩაროვმა.
ქართველი მუსიკოსების ნომერის სცენიურმა დირექტორმა საშა ჟან-ბატისტმა მადიის წარმომადგენლებს მოუყვა, რომ სანამ ქართველების ნომერს დადგამდა, Young Georgian Lolitaz-ის ყველა ცოცხალი გამოსვლა და ვიდეოკლიპი ნახა.
„სარკის ეფექტი მაშინ მომივიდა თავში, როდესაც მისი გამოსვლებისას ნიკას მოძრაობებს ვაკვირდებოდი — ის სულ თავს ატრიალებს“,-თქვა საშამ. შვედმა ასევე აღნიშნა, რომ ფსიქოდელიკა და კალეიდოსკოპის ვინტაჟის ეფექტი ქართველი შემსრულებლების შოუს მთავარი აქცენტი გახდება.
პრესკონფერენციის დასასრულს მისმა წამყვანმა ნიკა კოჩაროვს სთხოვა თავის ფანებს სიტყვით მიმართოს.
„ეს ყველაზე რთული კითხვაა ჩემთვის. და მე არასდროს არ ვიცი, რა ვუპასუხო მასზე, გარდა იმისა, რომ ყველას მშვიდობა და სიყვარული ვუსურვო“, — თქვა ნიკა კოჩაროვმა დასასრულს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მუსიკოსები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz „ევროვიზია 2016“-ის მეორე ნახევარფინალში 16 ნომრად გამოვლენ. ამ საღამოს ცნობილი გახდება, მოხვდება თუ არა საქართველო „ევროვიზიის“ ფინალში.