არმაზ ახვლედიანმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დატოვა

© Сайт TSPSარმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსმა მმართველი პარტია ქვეყნის დემოკრატიული კურსის შეფერხებაში დაადანაშაულა და მათი მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაც არ გამორიცხა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

„პარტია "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა ყველა შესაძლებლობა გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისა და ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის”, — განაცხადა ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე.

ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის შემდეგ, რომელიც 14 მაისს გაიმართება, მმართველი ძალა, ყველა მანქანებით იმ გზაზე გადაერთვება, რომ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის გაყალბების გზითაც, გაიმარჯვოს  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ახვლედიანი: „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ვერ გახდა

„არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ და  კონკურენტულ პირობებში ნამდვილად არ შეუძლია. ამიტომაც ის სხვა გზას მიმართავს“, — აღნიშნა მან.

ამასთან ახვლედიანმა განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მალე მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდება, ამ გუნდთან ერთად ვერ შეძლებს ვერცერთი დემოკრატიული ცვლილების განხორციელებას.

„გუნდში მას დადებითი რეპუტაცია აქვს, მაგრამ მის ზურგს უკან ბევრი ბნელი საქმე კეთდება. ვფიქრობ, რომ პარტიის ერთ-ერთ პრობლემას  გიორგი ვოლსკი და რამდენიმე წევრი წარმოადგენს. და რამდენადაც მას (პრემიერი) არ შეუძლია ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლება, ამიტომ, მე ზუსტად ვიცი, საზოგადოება გათავისუფლდება ასეთი პარტიისგან“, — განაცხადა მან.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება არჩევნებზე არ აისახება

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ახვლედიანის ამ განცხადებას არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენს ისეთ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, რომ მის სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.

პოლიტიკური გაერთიანების ექს-აღმასრულებელ მდივანს, უკვე პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრ არმაზ ახვლედიანს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები ადრეც გაუკეთებია.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მან გიორგი კვირიკაშვილს პარტიის „ბებერი ნიანგებისგან“ გაწმენდისა და დემოკრატიული გუნდის შექმნის წინადადებით მიმართა. თუმცა,  ვის მოიაზრებდა ახვლედიანი „ბებერ ნიანგებში“, უცნობია. აღნიშნული განცხადება უკმაყოფილების საბაბი გახდა როგორც პარტიის შიგნით, ისე  „ქართული ოცნების“ კოალიციაში.


ყველა ახალი ამბავი
0