თბილისი, 12 აპრილი —Sputnik. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე არ აისახება, Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) გამოკითხვის შედეგები მოწმობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 66% ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. გამოკვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა.
„რეალურად ეს (მოსახლეობის განწყობა) არ აისახება. ჩვენ პრაქტიკას თუ დავაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეები თავის არჩევანს მატერიალური მდგომარეობიდან არ აკეთებენ. მათთვის სხვა სტიმულები არსებობს. ასე, რომ 2016 წლის არჩევნები ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო“,- დასძინა გიორხელიძემ.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რადგან საზოგადოებაში ასეთი განწყობა მის სასარგებლოდ არ მოქმედებს, აღნიშნა მან.
„სამწუხაროდ, სამნახევარი წლის მანძილზე მე არ მინახია ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაზე მიმართული რეფორმები, ამ მდგომარეობიდან ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ გამოხვალ…სისტემური რეფორმებია საჭირო“,-თქვა გიორხელიძემ.
ამავე დროს ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საკმაოდ კარგი პოზიციები უჭირავს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.
2012 წელს უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, მან მმართველი ძალის პოზიციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტია ჩამოაცილა.