Kolga Tbilisi Photo 2016-საქართველოში ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგრაფი
ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები ფოტოკონკურსზე Kolga Tbilisi Photo 2016 თავის ნამუშევრებს წარადგენენ. კონკურსი კოტ-დივუარელი ფოტოგრაფის ჯოანა ჩუმალის ნაიარევი აფრიკელების უკანასკნელი თაობის შესახებ ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo საქართველოს დედაქალაქში მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა და ნიჭიერ ფოტოგრაფებს მეთხუთმეტეჯერ შეკრიბავს. ფესტივალი, რომლის მთავარი მიზანია ფოტოხელოვნების თანამედროვე სამყაროს ქართველ ფოტოგრაფებთან დაკავშირება, წელს 12-დან 17 მაისამდე ჩატარდება.

Kolga Tbilisi Photo 2016 —ის ფარგლებში ტრადიციულად ჩატარდება უფასო მასტერ-კლასები, სემინარები და პორტფოლიოს მიმოხილვა. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ფოტოხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები საქართველოდან, გერმანიიდან, ფინეთიდან და აშშ-დან.

ფოტოგრაფები ერთმანეთს შემდეგ ნომინაციებში შეეჯიბრებიან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ფოტო.

პირველ ოთხ ნომინაციაში თითოეულ გამარჯვებულს ფულადი პრიზი ერგება.

კონკურსში წელს სიახლეა — პირველად Kolga Tbilisi Photo-ში Kolga Newcomer Photo Award-ის პრემია დაემატა, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს თავისი პროფესიის განვითარებაში. ამ პრემიის ლაურეატი 25 წლამდე ასაკის მონაწილე შეიძლება გახდეს.

ღონისძიებები კონკურსის ფარგლებში ჩატარდება აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას 53), ევროპის სახლში, Rooms Hotel სასტუმროში, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“, აბრეშუმის მუზეუმში, TBC და Artarea-ს გალერეებში, კლუბში Didi Gallery, მთაწმინდის პარკში და სხვა ადგილებში.

ფილმი მზადება - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე მოხვდა

კონკურსი ცნობილი კოტ-დივუარელი ფოტოგრაფის ჯოანა ჩუმალის —  ნაიარევი აფრიკელების უკანასკნელი თაობის შესახებ — ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება.

ქართული კონკურსის უცხოელ მონაწილეთა შორის ნაჩვენები იქნება ავსტრიელი ფოტოგრაფის ფაბიან რაისის, ავსტრალიელ ფოტომხატვრის დუგი უოლესის, ბრიტანელი საიმონ ნორფოლკის და სხვათა ფოტოპროექტები.

კონკურსზე თავის შემოქმედებას ქართველი ფოტოგრაფებიც აჩვენებენ — მარი ნაკანი, მამუკა ჯაფარიძე, სერგო ედიშერაშვილი, ასევე GIPA და Newton Free School-ის სტუდენტები.

Kolga Tbilisi Photo 2016-ის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Kolga Tbilisi Photo 2016 ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე Check in Georgia სამთავრობო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.

ყველა ახალი ამბავი
0