ქართველი რეჟისორის ფილმი ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე მოხვდა

© Личный архив Г.Цилосани ფილმი "მზადება"
ფილმი მზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „მზადება“, რომლის პრეზენტაციაც 2015 წელს გაიმართა, სტამბოლში, ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე აღიარეს საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის გიორგი წილოსანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მზადება“ ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, განუცხადა Sputnik-ს ფილმის რეჟისორმა.

ლოს-ანჯელესის კინოფესტივალი 2016 წლის 1-9 ივნისს გაიმართება მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს და მთელი მსოფლიოდანმოუყრის თავს.

„ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში შეირჩა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების 50 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. წარვადგენ თუ არა ჩემს სურათს პირადად ლოს-ანჯელესში, ცნობილი ფესტივალის დაწყების წინ გახდება“, — განაცხადა წილოსანმა.

ფილმის „მზადება“ სიუჟეტის ცენტრშია სოფლის ერთი ოჯახის ისტორია. ოჯახში არიან ბებია, ოჯახის უფროსი მამა და ორი გოგონა. ერთ-ერთ ვახშამზე ბებია ცუდად ხდება. ვითარებას ექიმის საგანგაშო დიაგნოზი ამძიმებს, რის შემდეგ მათ სახლს სიკვდილის აჩრდილი სტუმრობს. მაგრამ ბებია სიკვდილზე უარს ამბობს. 

© გ. წილოსანიკადრი გიორგი წილოსანის ფილმიდან "მზადება".
კადრი გიორგი წილოსანის ფილმიდან მზადება. - Sputnik საქართველო
კადრი გიორგი წილოსანის ფილმიდან "მზადება".

ფილმში როლებს ასრულებენ დავით კარიაული, ფატი ფულარიანი, თათია გონაშვილი, სალომე ბუხაიძე, ბაჩო ოდიშარია, მურმან წილოსანი და სხვები.

ფილმის პრემიერა თბილისში 2015 წელს გაიმართა. იმავე წელს ფილმი სტამბოლში, ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა, ასევე აღინიშნა ჟიურის სპეციალური პრიზით ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე. 

Hollywood, land of dreams - Sputnik საქართველო
ჰოლივუდი გაეცნო პროექტს „გადაიღე საქართველოში“

გიორგი წილოსანი 25 წლისაა. ის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად სწავლობს ილიას უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ფაკულტეტზე, გატაცებულია კრივით. „მზადება“ მისი სადიპლომო, სადებიუტო ფილმია.

პრესტიჟული კინოჩვენება ლოს-ანჯელესში უკვე ოცდამესამედ ტარდება. ფესტივალი არის დამოუკიდებელი, უნიკალური და ინოვაციური ხედვის კინოფილმების პრემიერების წარდგენის ადგილი. კინოფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება მასტერ-კლასები კინემატოგრაფებისთვის, კინოწარმოების დაფინანსების პროგრამები და თემატური ფორუმები.


ყველა ახალი ამბავი
0