"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილის ცენტრი
ბიძინა ივანიშვილის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი დააკავა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქცია გამართეს, იუწყება ქართული მედია.  

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
დადგება თუ არა ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი

აქციის მონაწილეები მოწოდებებით „ქალაქი ჩვენია“, „არა პანორამას“, ბიძინა ივანიშვილისათვის ბოტანიკური ბაღის გადაცემასა და „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ისინი იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

აპრილის ბოლოს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის — 4 ჰექტარი ტერიტორიის, თაბორის მთაზე ანალოგიური ფართობის მქონე ტერიტორიაზე გაცვლასთან დაკავშირებით. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა მრავალმილიონიან "პანორამა თბილისს" საკუთარი ახირება უწოდა

ამ ფაქტმა ოპოზიციას იმ დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა, რომ თბილისის მერია, რომლის იურისდიქციაშიც შედის ბოტანიკური ბაღი, ექს-პრემიერის ინტერესებს ატარებს, რომლის ინიციატივით ხორციელდება და ფინანსდება პროექტი „პანორამა თბილისი“. 

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარი აუქციონის წესით გაიყიდა.  აუქციონის წესით აღნიშნული ტერიტორია „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა. ოპოზიციამ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისება საქართველოს ექს-პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დააბრალა. 

თბილისის მერიაში კატეგორიულად გამორიცხავენ ოპოზიციის ბრალდებას ივანიშვილის ინტერესების შესახებ. 



ყველა ახალი ამბავი
0