თბილისის მერმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი ამჯერად არა მარტო ოპოზიციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტიც გახდა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისის მერი დავით ნარმანია გააფრთხილა ოპოზიციის მოთხოვნების იგნორირების შესაძლო არასახარბიელო შედეგებზე. 

თბილისის მერმა უარი თქვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრებაზე რათა განმარტებები გაეკეთებინა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარის გაყიდვაზე. ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულოში დეკემბერში მივა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
არასამთავრობოებმა ბოტანიკური ბაღის გარშემო მოვლენები „პანორამა თბილისს“ დაუკავშირეს

„ მინდა ვურჩიო, ვთხოვო დავითს (ნარმანიას — რედ. შენ.), რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ. თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს  მასთან შეხვედრა და არა მარტო საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, რამე დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე მეტყველებს ჩვენია უახლესი ისტორია.“ — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავთ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

აპრილის ბოლოს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის — 4 ჰექტარი ტერიტორიის, თაბორის მთაზე ანალოგიური ფართობის მქონე ტერიტორიაზე გაცვლასთან დაკავშირებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის შემდეგ ბათუმი - აურზაური ბოტანიკური ბაღების ირგვლივ
 

ამ ფაქტმა ოპოზიციას იმ დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა, რომ თბილისის მერია, რომლის იურისდიქციაშიც შედის ბოტანიკური ბაღი, ექს-პრემიერის ინტერესებს ატარებს, რომლის ინიციატივით ხორციელდება და ფინანსდება პროექტი „პანორამა თბილისი“.


ყველა ახალი ამბავი
0