თბილისური უქმეები: 6-9 მაისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვდავი ოპერები, თანამედროვე მოდა, გვიანი სიყვარული, მილიონი წითელი ვარდი, ადრენალინით დამუხტული რბოლა და ბევრი მშვენიერი მუსიკა. ყურადღება, ეს სიზმარია არაა საქართველოზე - ეს უქმეებია საქართველოში! შემოგვიერთდით!

პარასკევი, 6 მაისი
ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ მოსმენა საკონცერტო შესრულებით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შეგიძლიათ. საღამო კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში გაიმართება. წარმოდგენა ოპერის შექმნის 150 წლისთავს ეძღვნება. სოლისტები არიან: ჯაკომო პრესტია (იტალია), ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი), ანდრეა ბორინგი (იტალია), იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე და გიორგი გოდერძიშვილი. თბილისის საოპერო გუნდი და სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი — ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი), რომელიც თბილისს პირველად ეწვევა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოპერის თეატრის სალაროებსა და tkt.ge-ზე.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროგრამა

ქართული და არა მხოლოდ ქართული მოდის ზეიმზე მოხვედრას გთავაზობთ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული. აქ შეძლებთ იხილოთ ისეთი დიზაინერების უახლესი კოლექციები, როგორებიც არიან ალექსანდრე არუთიუნოვი, ლალო, ალექსანდრე ახალკაციშვილი, ჯაბა დიასამიძე, გიორგი ქებურია და სხვები. დეტალურად ჩვენების გრაფიკის შესახებ იხილეთ აქ.

ცნობილი ქართული ალტერნატიული როკ-ჯგუფი LOUDspeakers-ის მუსიკის მოსმენა კლუბ „ამქარში“ (იერუსალიმის 1) 21:00 საათზე შეგიძლიათ. ხოლო ცეკვა თუ გინდათ, მიბრძანდით ლათინურ საღამოზე „მაგთი-კლუბში“ (რუსთაველის 22). დასაწყისი 19:00 საათზე. შესვლა უფასოა!

შაბათი, 7 მაისი

სპექტაკლის „გვიანი სიყვარული“ პრემიერაზე (ალექსანდრ ოსტროვსკის პიესის მიხედვით) გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი გეპატიჟებათ. რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძის დადგმა საკმაოდ ამაღლებული და რომანტიკულია. პიესაში მონაწილეობენ მსახიობები ოლეგ მჭედლიშვილი, ნატალია ვორონიუკი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ირინა კვიჟინაძე, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი ირინე მეღვინეთუხუცესი და სხვები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროსა და ონლაინ-რეჟიმში — ამ ვებ-გვერდზე.

აფიშა კინოთეატრში - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 5-8 მაისს

მუსიკალური ფესტივალი 4BG 2016 ელექტრონული მუსიკის საღამოს წარმოადგენს. დილიდან გვიან ღამემდე დაუკრავენ Gio Shengelia, Vincent Volt, Cobert, 3 Suli, Tomma, Matthew Herbert, Basic Soul Unit, Jan Nemecek, Bero, Kancheli და სხვები. ბილეთების შესახებ დეტალები იხილეთ აქ.

კვირა, 8 მაისი

დრიფტში შეჯიბრების Drift King ნახვა, რომელშიც მონაწილეობენ მრბოლელები საქართველოდან და თურქეთიდან, შეგიძლიათ თბილისთან ახლოს, რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკის ტერიტორიაზე.

დასწრება თავისუფალია. დრიფტი 14:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა (უფასოდ) მიმართეთ საქართველოს დრიფტის ფედერაციას.

ყვავილების საგაზაფხულო ბაზრობაზე მოხვედრა შესაძლებელია კულტურის ცენტრ „არტ-ჰოლში“ (დადიანის 26). ბაზრობა წარმოადგენს ვარდების უზარმაზარ ასორტიმენტს (300-მდე სახეობას) და მარად მზარდ დეკორატიულ მცენარეებს. ყვავილების მოვლა-გაშენებასთან დაკავშირებით თქვენ ყველა კითხვას კვალიფიციური ფლორისტი-კონსულტანტები უპასუხებენ. ყვავილების გამოფენა-გაყიდვა 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ორშაბათი, 9 მაისი
ამ დღეს ქართველი ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვების დღის მილოცვაა შესაძლებელი, რომლებიც ყოველ წელს, ტრადიციულად, 9 მაისს თბილისის ვაკის პარკში იკრიბებიან.

დღისით, 12:00-დან 14:00 საათამდე მთაწმინდის პარკში ყველა მსურველისთვის იოგაში ღია მასობრივი ვარჯიში გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ვარჯიში 9 მაისს ჩატარდება – როგორც ბოროტზე კეთილის გამარჯვების სიმბოლო.

მოგზაური ფესტივალის სამი დღე

Map The Music („აღნიშნე მუსიკა რუკაზე“) ფესტივალის ახალი ფორმატია, სადაც მუსიკოსები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და კლასიკური მუსიკის შედევრებს ღია ცის ქვეშ უკრავენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ Map The Music მოგზაურობას სწორედ თბილისიდან იწყებს.

ამ კონცეფციის ინიციატორები არიან რუსი ვიოლონჩელისტი ბორის ანდრიანოვი და მისი მეგობრები.

ამ უქმეებზე მუსიკოსები თბილისში სამ კონცერტს წარმოადგენენ: 6 მაისს, 20:00 საათზე შავთელის ქუჩაზე, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან აჟღერდება შოსტაკოვიჩის („ხუთი პიესა ორი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის“), პიაცოლასა („გრანდ ტანგო“) და ბრამსის (კვარტეტი No1 ფორტეპიანოსა და სიმებიანებისთვის — სოლ მინორი) მუსიკა.

რობი უილიამსი - Sputnik საქართველო
საქართველოში რობი უილიამსის კონცერტზე 37 ათასამდე ბილეთი გაიყიდა

7 მაისს, 19:00 საათზე ფესტივალს „სამეფო უბნის თეატრი“ უმასპინძლებს. შესრულდება ბახის, დვორჟაკის, შუმანის ნაწარმოებები.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 8 მაისს, 19:30 საათზე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. აჟღერდება ბეთჰოვენის (კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსთვის ორკესტრთან ერთად), ეშპაისა (კონცერტი ჰობოისა და ორკესტრისათვის) და გია ყანჩელის (Silent Prayer) მუსიკა.

სოლისტებს აკომპანირებას გაუწევს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. ფესტივალის კონცერტებზე ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ვებ-გვერდზე. არ გამოტოვოთ!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0