მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროგრამა

© courtesy of Georgian Chamber Orchestraსაქართველოს კამერული ორკესტრი
საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელი და ქართველი მუსიკოსები შეასრულებენ როგორც კლასიკურ, ისე ხალხურ ნაწარმოებებს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 5 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალზე აჟღერდება მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და ხალხური მუსიკა. ტრადიციისამებრ, პროგრამაშია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ვარსკვლავები საზღვარგარეთიდან, ისე საქართველოსა და უცხოეთში წარმატებით მოღვაწე ქართველი მუსიკოსები.

5 მაისი

თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვრის, საპატიო თბილისელის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

6 მაისი

ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“ (საკონცერტო შესრულება). საღამო კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს ეძღვნება.
სოლისტები: ჯაკომო პრესტია (იტალია), ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი), ანდრეა ბორინგი (იტალია), იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე და გიორგი გოდერძიშვილი. თბილისის საოპერო გუნდი და სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი — ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი), რომელიც თბილისს პირველად ეწვევა.

ნაწარმოები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შესრულდება.

8 მაისი

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით. მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე (ბანი), ალტისტი არჩილ ხარაძე (საქართველო/საფრანგეთი) და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“.

საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

19 მაისი

პიანისტ ედიშერ სავიცკისა (აშშ) და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური სიმებიანი კვარტეტის (ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ჟვანია) კონცერტი. საღამო ქართული სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე ალადაშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.

კონცერტის გამართვის ადგილია დედოფლისწყარო, კულტურის ცენტრი.

20 მაისი

ცნობილი ისრაელელი მუსიკოსის, პერკუსიონისტისა და მარიმბეზე (დასარტყამი მუსიკალური საკრავი) შემსრულებლის ხენ ციმბალისტას გამოსვლა. საღამო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

საღამო გაიმართება რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში.

22 მაისი

ქართული საგუნდო მუსიკის საღამო. პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებები. შემსრულებლები: გორის ქალთა გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი“, ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ და თბილისის გოგონათა გუნდი. საღამო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას ეძღვნება.

საღამო გაიმართება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

24 მაისი

თბილისის სიმებიანი კვარტეტის „იბერის“ კონცერტი

ჩატარდება მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

1 ივნისი

საფორტეპიანო მუსიკის საღამო. სოლისტი სერგეი ბაბაიანი (აშშ). პროგრამაშია ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირი“.

საღამო თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

5 ივნისი

ალექსანდრე კორსანტიას კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, დირიჟორი — ნიკოლოზ რაჭველი. საღამოს პროგრამაშია პროკოფიევის მუსიკა (ეძღვნება კომპოზიტორის დაბადებიდან 125-ე წლისთავს) და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებები.

კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

9 ივნისი

ალექსანდრე კორსანტიას კონცერტი, მონაწილეობენ ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი დავით მუქერია. პროგრამაშია პროკოფიევის მუსიკა (ეძღვნება კომპოზიტორის დაბადებიდან 125-ე წლისთავს) და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებები.

კონცერტი გაიმართება ბათუმში, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში.

ყველა ახალი ამბავი
0