საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კანონმდებლობის განსახილველად ოპოზიციას შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაიწყებს, რათა მათთან საარჩევნო კანონმდებლობაზე იმსჯელოს, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარების წესის შეცვლას მოითხოვს. მთავარი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებაა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაც ეთანხმება, მაგრამ ღიად რჩება საკითხი: როდის მოხდება ეს — ამ თუ შემდეგი არჩევნებისთვის.

თბილისი - Sputnik საქართველო
სიაში 3,5 მლნ ამომრჩეველთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის გარდა პრეზიდენტი ოპოზიციასთან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხსაც განიხილავს. ოპოზიცია ხუთთვიან წინასაარჩევნო რბოლაზე თანახმაა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამისთვის ორ თვეს საკმარისად მიიჩნევს.

მარგველაშვილმა ოპოზიცია უკვე რამდენჯერმე ჩართო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვაში — სასამართლო რეფორმის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნისა თუ ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებში.

„ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით საპარლამენტო უმცირესობას შეიძლება ახალი პარტნიორები გაუჩნდეს — „ეროვნული ფორუმი“ და „რესპუბლიკელები“, საარჩევნო კოდექსის განხილვამ ახალი ფორმა შეიძინა და ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებთ“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
როდის არ ეყოლება საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები

„განიხილება სამი თემა. პირველია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება 2016 წელს, არჩევნების თარიღი და ამომრჩეველთა სიის საკითხი“, — განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ამომრჩეველთა სიის საკითხი ისევ გააქტიურდა ბოლო აღწერის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია. პოტენციური ამომრჩევლის სიაში კი 3,5 მლნ ადამიანი მოხვდა. ოპოზიციამ, რომელსაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქართველოში მხოლოდ 200 ათასი არასრულწლოვანია, ხელისუფლება არჩევნების გაყალბების განზრახვაში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0