სიაში 3,5 მლნ ამომრჩეველთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების განზრახვაში დაადანაშაულა. ეს დასკვნა მათ მოსახლეობის აღწერისა და პოტენციური ამომრჩევლების სიის შედარებისას გააკეთეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, თუ რატომაა განსხვავება ქვეყნის მოსახლეობასა და პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია. პოტენციური ამომრჩევლის სიაში 3,5 მლნ ადამიანი მოხვდა. ოპოზიციამ, რომელიც დაეჭვდა, რომ საქართველოში მხოლოდ 200 ათასი არასრულწლოვანია, ხელისუფლება არჩევნების გაყალბების განზრახვაში დაადანაშაულა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა 3,5 მილიონ ადამიანზე მეტს შეეძლება

„ჩვენ ვაძლევთ საქართველოს ყველა მოქალაქის სიას, ვისაც კი ოდესმე მოუპოვებია საქართველოს მოქალაქეობა და დარეგისტრირებულა საქართველოში მისამართზე, მათ კი აღწერეს მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები," — განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პოტენციური ამომრჩევლის სიაში მოხვდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იქვეა 30,3 ათასი მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0